ჩვენ შესახებ
ALL For Georgia-ს მიზანია დაეხმაროს და ემსახუროს საქართველოს და ქართველებს.
ვინ ვართ
ALL4GE, დაარსდა 2023 წელს. ეს ინიციატივა წარმოიშვა საფრანგეთში ქართული ისტორიული ემიგრაციის მე-3-ე თაობის წარმომადგენლებისა და საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების შეხვედრიდან.
ALL4GE არის ერთადერთი ქართული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის ექსკლუზიური მიზანია საქართველოს დახმარება. წარმოდგენილი პროექტები არის სტრუქტურირებული, შემოწმებული, კონტროლირებული და მათი მიზანია მოხალისეების აქტიური ჩართულობის და ფინანსური მხარდაჭერის მოზიდვა.
ამ ორგანიზაციის სათავეში არიან ადამიანები, რომლებიც უკვე ათწლეულებია, ნებაყოფლობით უძღვნიან საკუთარ თავს საქართველოს ინტერესების დაცვას. ყველა მენეჯერი არის მოხალისე და ისინი იძლევიან გარანტიას, რომ თითოეული განხორციელებული ქმედება და გადახდილი თანხა, მთლიანად მოხმარდება პროექტებს.
ჩვენ გვაერთიანებს საქართველოს მიმართ სიყვარული და სურვილი, წვლილი შევიტანოთ მის განვითარებაში. საქართველოსა და ქართველების დახმარება ჩვენი ორგანიზაციის არსებობის საფუძველია.
ჩვენი მისია
ALL For Georgia არის არასამთავრობო და არაკომერციული ორგანიზაცია. მისი მიზანია დაეხმაროს და ემსახუროს საქართველოს და ქართველებს.
ALL For Georgia მონაწილეებს, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი მსოფლიოში, აძლევს შესაძლებლობას დააფინანსონ პროექტები და ამას გარდა პირადად ჩაერთონ მათ განხორციელებაში.
ALL For Georgia-ს მიერ წამოწყებული პროექტები არის სტრუქტურირებული და ხორციელდება ბოლომდე.
ყველა ALL for Georgia-ს მიერ შემოთავაზებული პროექტი არის მომავალზე ორიენტირებული და შეესაბამება დემოკრატიულ პრინციპებს. პროექტები არის საქველმოქმედო ამავდროულად კულტურული და საგანმანათლებლო.
ჩვენი შედეგები
ამ დრომდე ჩვენ გვაქვს
გახდი პროგრესის მონაწილე !
1
"ALL For Georgia"-ს ვებგვერდის მეშვეობით გახდი საქართველოსა და ქართველების დახმარების მონაწილე
2
შთააგონეთ, მხარი დაუჭირეთ ან შემოგვთავაზეთ პროექტები, რომლებიც დაეხმარება ადამიანებს, დაწესებულებებს ან საქართველოს რეგიონებს.
3
ALL For Georgia-ს თვის შეგიძლიათ როგორც ფინანსური დახმარების გაწევა, ასევე თქვენი პროფესიული ცოდნის შეთავაზება.
გაიცანით ჩვენი გუნდი
ოთარ ზურაბიშვილი, ექიმი სპეციალისტი. საფრანგეთში ქართული სათვისტომოს კომიტეტის წევრი 50, ხოლო ასოციაციის პრეზიდენტი 16 წლის განმავლობაში. ქართველი და ფრანგი.
ნათია ფაილოძე, ფრანგული ენის სპეციალისტი, მუშაობს Georgian Service group_2007 ში და ჩართულია სხვადასხვა პასუხისმგებლობებში, მათ შორის მონაცემთა მართვაში. ასოციაციის აქტიური წევრი. ქართველი.